2.11.2009

ბლოგი შექმნილია GEARN/iEARN პროექტის

”ჩემი სახელი მსოფლიოში” ფარგლებში.

ჩიქოვანი თამარი
ზუგდიდის მ.კოსტავას
სახელობის №2 საჯარო
სკოლის X კლასის მოსწავლე



მოგესალმებით. მე ვარ თამარ ჩიქოვანი.
  გვარის შესახებ:
 ჩემი გვარის შესახებ მინდა გითხრათ, რომ ჩიქოვანები საქართველოში ცნობილი თავადები იყვნენ. ამ გვარის პირველი წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ იყვნენ კაცია ჩიქოვანი და მისი ძმა. მათი შთამომავალია ჩემი დიდი ბაბუა-გვანჯი ჩიქოვანი.  ის დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. იყო მწიგნობარი ადამიანი, ამასთანავე სხვა თავადებისაგან განსხვავებით იყო ძალიან თავმდაბალი, სამართლიანი. ტრადიციების მოყვარული, მრავალმხრივა ნიჭით დაჯილდოებული ქართველი მამულიშვილი, რომელიც მუდამ ქართულ ეროვნულ ტანისამოაში გამოწყობილი დადიოდა და ადამიანებში დიდ პატივისცემას იმსახურებდა.
  სახელი:
   წარმოშობით სახელი თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს,  იგი „ფინიკის პალმას“ ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები: თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული. გეოგრაფიული სახელები: თამარისი, თამარაშენი და სხვა.
როგორც ვიცი გვარში სახელი თამარი მხოლოდ ბებიას (მამაჩემის დედას) ერქვა. სწორედ მის საპატივცემლოდ დამარქვეს მშობლებმა. მართალი გითხრათ კარგა ხანი ეს სახელი არ მომწონდა, მაგრამ ახლა აზრი შევიცვალე. ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ გვარის შესაფერი სახელი მაქვს.

  სახელი თამარი ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია
თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213წლებში).
 საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" ტიტული უბოძეს. ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში.

  თამარ გვერწითელი
პოპულარული ქართველი მომღერალი.  70-იანი წლების დასაწყისიდან იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის" სოლისტი. 19 წლის ასაკში გაიმარჯვა სოჭში  გამართულ კონკურსში „წითელი მიხაკი“.  დრეზდენში მონაწილეობა მიიღო  სასწავლო კონკურსში. 1988 წელს გვერწითელი გახდა საქართველოს სახალხო არტისტი. ხოლო 2004 წელს-რუსეთის ფედერაციის. 1991 წელს მიწვეულ იქნა პარიზში, სადაც გაიცნო მიშელ ლეგრანი, ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი. მასთან გააფორმა კონტრქტი და გამართა პირველი კონცერტი პარიზის „ოლიმპში“. ლეგრანმა სამიათასიან დარბაზში წარმოთქვა: „პარიზ დაიმახსოვრე ეს სახელი“.  თამარ გვერწითელი მსოფლიოში ცნობილ ტენორთან ვლადიმირ გრიშკოსთან ერთად ასრულებს კარმენის პარტიას დნეპრაპეტროვსკის საოპერო თეატრში.  ასრულებს სიმღერებს სხვადასხვა ენაზე: ქართულად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად და უკრაინულად.
  გაიმარჯვა მეორე სეზონში „две звезди“ დიმიტრი დუჟეევთან ერთად.